ძლევაი საკვირველი - "არსენალმა" 2 თვის შემდეგ პირველად იმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის მე-15 ტურში "არსენალმა" "ჩელსი" 3:1 დაამარცხა.

"არსენალმა" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია (5 წაგება და 2 ფრე) შეწყვიტა - ბოლოს 1-ელ ნოემბერს "მანჩესტერს" 1:0 მოუგო.

"ჩელსიმ" ჩემპიონატზე ბოლო 4 მატჩიდან 3 წააგო (1 მოიგო), რაც უკანასკნელად 1 წლის წინ მოხდა, მისმა თავდამსხმელმა ტიმო ვერნერმა კი ყველა ტურნირზე ზედიზედ მეათე შეხვედრაში ვერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

კომპენსირებულ დროში "მეთოფეთა" მეკარე ბერნდ ლენომ ჟორჟინიოს პენალტის გატანა არ დაანება. ეს პრემიერლიგაში აქამდე მხოლოდ "ლივერპულის" გოლკიპერმა ალისონმა მოახერხა.

"არსენალის" ნახევარმცველმა გრანიტ ჯაკამ გოლი საჯარიმოდან გაიტანა. ამ გუნდში
საჯარიმოდან გოლი ბოლოს 2004 წელს ტიერი ანრიმ გაიტანა.

"არსენალის" ფორვარდმა ალეკსანდრ ლაკაზეტმა 28 სექტემბრის შემდეგ პირველად გაიტანა - ის ყველა ტურნირზე გატანილი 6 გოლით თავისი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.

"ჩელსი" 25 ქულით მე-6 ადგილზეა და 28 დეკემბერს "ასტონ ვილას" უმასპინძლებს, ხოლო 17 ქულით მე-14 პოზიციაზე მყოფი "არსენალი" 29 დეკემბერს სტუმრად "ბრაიტონს" შეხვდება.

ლონდონი. "ემირეითსი"
არსენალი - ჩელსი 3:1
გოლები: 1:0 ლაკაზეტი (34, საკ. კარში), 2:0 ჯაკა (44), 3:0 საკა (56), 3:1 აბრაჰამი (85)
გამოუყენებელი პენალტი: ჟორჟინიო (90+1)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული