"ევერტონი" "მანჩესტერ სიტისთან" მატჩის გადადებაზე სრულ ინფორმაციას ითხოვს

AutoSharing Option
"ევერტონის" ხელმძღვანელები ძალიან გაღიზიანდნენ პრემიერლიგის მე-16 ტურის "მანჩესტერ სიტისთან" მატჩის უეცარი გადადებით და საფეხბურთო ასოციაციისაგან მოითხოვენ წარმოუდგინონ სრული ინფორმაცია, თუ რა ცნობები მიაწოდა "ქალაქელებმა" მათ კლუბში კორონავირუსის გავრცელების თაობაზე, რაც გახდა შეხვედრის გადადების მიზეზი.

"სიტი" არ ამხელს კორონავირუსით დაინფიცირებული ფეხბურთელების ვინაობას და თამაშის გადატანის მიზეზად პრემიერლიგის ხელმძღვანელების რეკომენდაციას ასახელებს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული