მიუხედავად პირველი ტაიმის მოგებისა, მეორე ნახევარში სტუმარმა კლუბმა მეტოქეს ერთი ბურთი გაუტანა და მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
"არისტოკრატებს" 16 ტურის შემდეგ 26 ქულა აქვთ და მე-6 ადგილზე იმყოფებიან, მაგრამ აღსანიშნავია, რომ "მანჩესტერ სიტი", "ტოტენჰემი" და "საუთჰემპტონი" მომდევნო მატჩში გამარჯვების შემთხვევაში ფრენკ ლამპარდის შეგირდებს ცხრილში გადაასწრებენ.
რაც შეეხება "ასტონ ვილას", ისინი 14 მატჩის შემდეგ მე-5 ადგილს 26 ქულით იკავებენ.
მომდევნო მატჩს "ჩელსი" "მანჩესტერ სიტისთან" 3 იანვარს გამართავს, ხოლო "ასტონ ვილა" 2 იანვარს "მანჩესტერ იუნაიტედს" ესტუმრება.
ლონდონი, სტემფორდ ბრიჯი
"ჩელსი" - "ასტონ ვილა" 1:1
გოლები: 1:0 ჟირუ (34), 1:1 ელ ღაზი (50)
"ვულვზმა" "ტოტენჰემს" გამარჯვება ბოლო წუთებზე წაართვა [VIDEO]