არაორდინალური პიროვნებაა "ტოტენჰემის" მენეჯერი ჟოზე მოურინიო, რომელმაც თავისი გუნდის მცველს, სერხიო რეგილიონს საშობაო საჩუქარი გაუკეთა. ეს ამბავი AS-ს თავად ფეხბურთელმა გაუმხილა.
"მართლა განსაკუთრებულია თუ არა მოურინიო? მინდა მას ჩემსავით იცნობდეთ. ათასი შესანიშნავი ისტორია მაქვს, რომელთა შესახებ მასზე შემიძლია მოგიყვეთ.
ერთ-ერთი მათგანი შობას მოხდა. 3 საათზე ვარჯიში გვქონდა და ჩემი კარადის თავზე ყუთი დავინახე. გავხსენი და შიგნით შემწვარი გოჭი იდო. მოურინიომ მითხრა: "ვიცი, დღესასწაულს მარტო აღნიშნავ და საჭმლის მომზადება მაინც არ დაგჭირდება".