გულუხვმა მოუმ საშობაოდ რეგილიონს გოჭი აჩუქა

AutoSharing Option
არაორდინალური პიროვნებაა "ტოტენჰემის" მენეჯერი ჟოზე მოურინიო, რომელმაც თავისი გუნდის მცველს, სერხიო რეგილიონს საშობაო საჩუქარი გაუკეთა. ეს ამბავი AS-ს თავად ფეხბურთელმა გაუმხილა.

"მართლა განსაკუთრებულია თუ არა მოურინიო? მინდა მას ჩემსავით იცნობდეთ. ათასი შესანიშნავი ისტორია მაქვს, რომელთა შესახებ მასზე შემიძლია მოგიყვეთ.

ერთ-ერთი მათგანი შობას მოხდა. 3 საათზე ვარჯიში გვქონდა და ჩემი კარადის თავზე ყუთი დავინახე. გავხსენი და შიგნით შემწვარი გოჭი იდო. მოურინიომ მითხრა: "ვიცი, დღესასწაულს მარტო აღნიშნავ და საჭმლის მომზადება მაინც არ დაგჭირდება".

მკითხველის კომენტარები / 4 /
ესპანური Jamon, ანუ ჩვენებური ლორი ესე ვთქვათ, მაგრამ გოჭი ვერ დავინახე ვერსად ))
მეგრელი
22:44 31-12-2020
0
მაშ მე მტყუვნის.... რამდენიც ის გოჭი არ იყოს.
მალხაზ ჯობავა
09:56 31-12-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული