პრემიერლიგის ფეხბურთელმა "ლამბორგინი" მაგრად დაამტვრია

AutoSharing Option
პრემიერლიგის აუტსაიდერ "შეფილდ იუნაიტედის" 24 წლის ფრანგმა თავდამსხმელმა ლის მუსემ ამ სეზონში ჩემპიონატის 6 მატჩში თავი ვერაფრით გამოიჩინა, თავისი "ლამბორგინი" კი მაგრად დაამტვრია.

მუსე "ლამბორგინით" 4 იანვარს ღამით შეფილდში ქუჩაში მდგარ ავტომობილს შეეჯახა. პოლიცია იტყობინება, რომ გადაჭარბებული სიჩქარით მანქანის მართვისა და ავტოავარიის გამო მუსე დააკავეს, თუმცა შემდეგ სახლში გაუშვეს.

კლუბმა განაცხადა, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებულნი არიან და შიდა გამოძიებას ჩაატარებენ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
არაა პრობლემა, კიდე იყიდის... უკეთესს!!!
buba
06:53 05-01-2021
0

სიახლეები პოპულარული