პრემიერლიგის პირველი ტურის გადმოტანილ მატჩში "მანჩესტერმა" სტუმრად 1:0 დაამარცხა "ბარნლი".
გოლი 71-ე წუთზე მარკუს რეშფორდის პასით პოლ პოგბამ გაიტანა. მის ანგარიშზე ამ სეზონში 3 გოლია - ბოლო 6 მატჩში არ გაუტანია.
"მანჩესტერი" 2013 წლის შემდეგ პირველად გალიდერდა და 17 იანვარს გასვლაზე მეორეადგილოსან "ლივერპულს" შეხვდება.
გამარჯვებული გუნდის მწვრთნელმა ოლე-გუნარ სოლსკიაერმა ნამატჩევს განაცხადა, რომ კარგ ფორმაში არიან და "ლივერპულთან" შესანიშნავი ტესტი ელით.