"ტოტენჰემის" მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გარეთ ბეილის მომავალზე გააკეთა კომენტარი, რომელიც "რეალიდან" იჯარით ჰყავთ აყვანილი. მას ჰკითხეს, უნდა თუ არა კიდევ ერთი წლით დაიტოვოს გუნდში.
"ამაზე საერთოდ არ გვილაპარაკია. ალბათ, იცით, რომ აქ ტრავმირებული ჩამოვიდა. ევროპა ლიგაზე თამაშის და ფორმაში ჩადგომის შესაძლებლობა მივეცით.
თუმცა, ამ ტურნირის ჯგუფური ეტაპის დონე პრემიერლიგისაგან განსხვავებულია. სხვა საქმეა პლეი-ოფები. ამიტომ პრემიერლიგაში ხშირად არ ვათამაშეთ. შემდეგ "სტოკთან" ინგლისის ლიგის თასის მატჩში მიიღო ტრავმა.
ყველამ იცის, რა მდგომარეობაში იყო "რეალში". მას შანსს კიდევ მივცემთ".