კლოპი: გოლი ისევ ვერ გავიტანეთ, ამისთვის ახსნა ვერ მომიძებნია

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-19 ტურში "მანჩესტერთან" ნამატჩევს (0:0) კომენტარი "ლივერპულის" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გააკეთა:

"1:0 რომ მოგვეგო, გეტყოდით, ყველაფერი წესრიგშია-მეთქი. არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ "მანჩესტერს" მომენტები ჰქონდა. არ შეიძლება. კარგ ფორმაში არიან.

პირველ ტაიმში კარგი კონტრპრესინგი გვქონდა, ბურთი კარგად მოძრაობდა, თუმცა ვერ გავიტანეთ. ფეხბურთში ეს ყველაზე მთავარია.

მეორე ტაიმში უფრო ღია თამაში წავიდა. ალისონმა ორჯერ გადაგვარჩინა. გოლის გატანა გვიჭირს, ამისათვის ახსნა ვერ მომიძებნია. ეს ფეხბურთია, ასეთი რამ ხანდახან ხდება. მსგავს სიტუაციაში ღიზიანდები", - ციტირებს კლოპს Sky Sports-ი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული