კარლო ანჩელოტი: ჩემპიონობაზე არ ვფიქრობ

AutoSharing Option
"ევერტონის" მწვრთნელი კარლო ანჩელოტი თვლის, რომ მის გუნდს ოქროს მედლებისთვის ბრძოლა არ შეუძლია.

"მართალი გითხრათ, ჩემპიონობაზე არ ვფიქრობ. სეზონის დასაწყისშიც ვთქვი, რომ ჩვენი მიზანი ევროტურნირებზე გასვლაა.

კარგ პოზიციაზე ვიმყოფებით და იქ დარჩენას ვიმედოვნებთ. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, იმაზე ლაპარაკი, რომ ოქროს მედლებისთვის ვიბრძოლებთ, გადაჭარბებულია", - ციტირებს ანჩელოტის Sky Sports-ი.

"ევერტონმა" ჩემპიონატზე უკანასკნელი 6 მატჩიდან 5 მოიგო, 19 ტურის შემდეგ 32 ქულით მე-6 ადგილზეა და 28 იანვარს "ლესტერს"უმასპინძლებს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ანჩელოტის გუნდს 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ასე რომ, ჩემპიონობისთვის
ბრძოლა შეუძლია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
დონ კარლიტო არ ტლიკინებს ზოგ-ზოზგიერთებივით ;)დასტოინი ბაბუ
L.Dx
17:02 25-01-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული