"მანჩესტერ სიტიმ" ჯეკოს დაბრუნება არ ისურვა

AutoSharing Option
"რომას" თავდამსხმელ ედინ ჯეკოს მწვრთნელ პაულო ფონსეკასთან კონფლიქტის გამო გუნდის გამოცვლა სურს.

34 წლის ბოსნიელის აგენტმა ალესანდრო ლუჩიმ თავისი კლიენტი "მანჩესტერ სიტის" შესთავაზა, მაგრამ "ქალაქელებმა" მისი დაბრუნება არ ისურვეს, - იტყობინება "კორიერე დელო სპორტი".

ჯეკო "სიტის" ღირსებას 2011-15 წლებში იცავდა და მის რიგებში 130 მატჩში 50 გოლი გაიტანა, ამ სეზონში კი სერია A-ში ედინის ანგარიშზე 7 გოლია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული