"ტოტენჰემთან" მატჩში ტრავმა მიიღო "ლივერპულის" ცენტრალურმა მცველმა ჟოელ მატიპმა და მერსისაიდული კლუბი 3 ცენტრბეკის და ნახევარმცველ ფაბინიოს გარეშე დარჩა, რომელიც უკანასკნელ ხანს ამ პოზიციაზე თამაშობდა.
ამიტომ "ლივერპულს" იჯარით "ნიუ იორკ რედ ბულის" 28 წლის მცველის აარონ ლონგის მოკლევადიანი იჯარით აყვანა სურს, - იტყობინება ESPN.
ლონგმა გასულ სეზონში აშშ-ის ჩემპიონატის 17 მატჩში 2 გოლი გაიტანა. ის 2018 წლიდან ამერიკის ნაკრებში თამაშობს და 18 მატჩში 3 გოლი გაიტანა.