კორონავირუსისგან განკურნებული აგუერო კიდევ ორი კვირა იუქმებს

AutoSharing Option
კორონავირუსისგან განკურნებული "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი სერხიო აგუერო ჯერ ისევ სუსტადაა, მინიმუმ ორი კვირა ვერ ითამაშებს და 7 იანვარს "ლივერპულთან" მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ინფორმაცია "ტაიმსთან" გუნდის მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ დაადასტურა.

აგუეროს სეზონის დიდი ნაწილი ტრავმების გამო გაუცდა, ამ სეზონში კი 9 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

მას "ქალაქელებთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული