"ეს კატა-თაგვის თამაში გახლდათ..." - მოურინიო დასანან მარცხს გამოეხმაურა

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ინგლისის თასის 1/8-ფინალში "ევერტონთან" (4:5) მარცხზე კომენტარი გააკეთა. 

"თუ ფიქრობთ, რომ ეს გამოგონილი იყო, იყოს ასე. მე ამ მხრივ ნეიტრალური არ ვარ. როდესაც 4 გოლი გაგაქვს, უნდა მოიგო, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, როგორც ვითამაშეთ. სიმართლეს გეტყვით, "ტოტენჰემს" მშვიდად უნდა მოეგო. ჩვენ ვუტევდით კარგად, მაგრამ დაცვაში უამრავ შეცდომას ვუშვებდით. 

დავამატებ, არ არის ფეხბურთელისთვის მარტივი, როდესაც თამაში კარგად მიგდის და ამ დროს უშვებ სამ შეცდომას და ანგარიშში სხვაობა 1:3 ხდება. ერთადერთი დადებითი, რაც დავინახე, გახლდათ ის, რომ შესანიშნავად
საყურებელი მატჩი იყო. 

სიმართლე რომ გითხრათ, ეს შეხვედრა თან მომწონს, თან არა. მომწონს, როგორ ვათამაშებდით ბურთს, როგორ ჭკვიანურად ვთამაშობდით, მაგრამ შეცდომა, შეცდომა, შეცდომა და გოლი, გოლი და გოლი. 

ჩვენ გავაგრძელეთ ბრძოლა, მაგრამ მაინც დავმარცხდით. ვფიქრობ, ეს კატა-თაგვის თამაში გახლდათ. თაგვები ჩვენი შეცდომები გახლავთ, ხოლო კატები - შეცდომების გამოსწორების გზები", - განაცხადა ჟოზემ. 


მომზადებულია sports-ის მიხედვით

altანჩელოტის "ევერტონმა" მოურინიოს "ტოტენჰემს" 5:4 სძლია [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული