"როდესაც" მოგება წესად გექცევა - "მანჩესტერ სიტის" მიჯრით მე-17 გამარჯვება

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-16 ტურის გადატანილ მატჩში "მანჩესტერ სიტიმ" სტუმრად 3:1 დაამარცხა "ევერტონი".

"მანჩესტერ სიტი" მეორეადგილოსან "მანჩესტერს" 10 ქულით უსწრებს, თან 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და 21 თებერვალს ლონდონში "არსენალს" დაუპირისპირდება.

პეპ გვარდიოლას გუნდმა წელს 10 გამარჯვება იზეიმა და პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა, სულ კი ყველა ტურნირზე ზედიზედ 17 მატჩი მოიგო.

რიად მარეზმა "გუდისონ პარკზე" მე-4 გოლი გაიტანა (საკუთარ მოედანზე ამ გუნდის კარი არ დაულაშქრავს) და სტუმრად ამაზე მეტი გოლი პრემიერლიგის არც ერთი გუნდისთვის არ გაუტანია.

ლივერპული."გუდისონ პარკი"
ევერტონი - მანჩესტერ სიტი 1:3
გოლები:
0:1 ფოდენი (32), 1:1 რიშარილსონი (37), 1:2 მარეზი (63), 1:3 ბერნარდო სილვა (77)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული