98 წლის შემდეგ პირველად - "ლივერპული" სახლში ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის 25-ე ტურში "ლივერპული" "ევერონთან" 0:2 დამარცხდა.

ანგარიში მე-3 წუთზე რიშარილსონმა გახსნა, ხოლო მეორე გოლი 83-ე წუთზე სიგურდსონმა პენალტით გაიტანა.

"ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე 1923 წლის შემდეგ პირველად სახლში ზედიზედ 4 მატჩი წააგო - სახლში ბოლოს 2 თვის წინ მოიგო.

"ევერტონმა" 2010 წლის შემდეგ პირველად სძლია "ლივერპულს" - სერიამ 23 მატჩი შეადგინა.

იურგენ კლოპის გუნდმა ჩემპიონატზე უკანასკნელი 11 მატჩიდან 2 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, 6 წააგო, 40 ქულით მე-6 ადგილზეა და 28 თებერვალს სტუმრად "შეფილდ იუნაიტედს" დაუპირისპირდება.

"ევერტონი" ამდენივე ქულით მე-7
პოზიციაზეა და 2 მარტს "საუთჰემპტონს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
წარმოუდგენელი სეზონია. ზუსტად რომ დრონი მეფობენ. ამ ლივერპულს შეიძლება შეფილდმაც მოუგოს. არადა მეგონა ჩემპიონობისთვის იბრძოლებდნენ
ვანჩოპე
21 თებერვალი 2021 21:48
0
კომეტარებს რატომ არ აქვეყნებთ. მაშინ ნუ აწერია, გააკეთეთ კომენტარი.
ლადო
21 თებერვალი 2021 16:41
0
ბარსას ჩასაფრებულო ბოღმებო! ერთი ორი სიტყვა შეგვაწიეთ ლივერპულის ჩავარდნაზე. მაინცდამაინც ბარსაზე და მესიზე, რომ "გაილექსებით" და აღარ ამთავრებთ, ისე ხართ ხოლმე შესული როლებში ვეღარც გრძნობთ, რომ გაჩერდეთ.
barsa
21 თებერვალი 2021 14:45
0
აუ, ჩემი სათქმელი სთქვი ძმაო.
ბარსას
22 თებერვალი 2021 15:15
0
ძალიანაც კარგი!
zura
21 თებერვალი 2021 10:26
1

სიახლეები პოპულარული