"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე გამარჯვების მიუხედავად, ჩისკო უკმაყოფილოა

AutoSharing Option
ჩისკო მუნიოსის "უოტფორდი" შეუჩერებელია - ჩემპიოშიპის 32-ე ტურში გასვლაზე 3:2 დაამარცხა "ბლექბერნი", ზედიზედ ოთხი გამარჯვების შემდეგ 60 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ "ნორვიჩს" 7 ქულით ჩამორჩება.

აი, რა განაცხადა მან ნამატჩევს: "მოვიგეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. უკეთ თამაში შეგვიძლია, განსაკუთრებით, დაცვაში. წინ ბევრი მატჩია და ყოველი მათგანი უკეთ უნდა ჩავატაროთ.

მორიგი სამი ქულა მოვიპოვეთ, შაბათს კი ისევ თამაში გვაქვს. გაგვიჭირდება, თუმცა კარგი გუნდი გვყავს და მე ჩემი ფეხბურთელების იმედი მაქვს", - ციტირებს ჩისკოს კლუბის საიტი.

27 თებერვალს "უოტფორდი" სტუმრად
"ბორნმუთს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ყოჩაღ ჩისკო! "უოტფორდს" პრემიერლიგაში რომ გადაიყვანს მერე დავაფასებთ.
emigranti
02:53 26-02-2021
0
მაალადეც ბიძია შენ
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული