"მანჩესტერ სიტის" ზედიზედ მე-20 გამარჯვება - ვინ შეაჩერებს გვარდიოლას გუნდს? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის 26-ე ტურში "მანჩესტერ სიტიმ" საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა "ვესტ ჰემი".

მასპინძელთაგან გოლები ცენტრალურმა მცველებმა რუბენ დიაშმა და ჯონ სტოუნზმა გაიტანეს, ხოლო სტუმართაგან -  ანტონიომ.

"სიტიმ" ყველა ტურნირზე ზედიზედ მე-20 მატჩი მოიგო, 62 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ "მანჩესტერს" 13 ქულით უსწრებს და 3 მარტს "ვულვერჰემპტონს" უმასპინძლებს.

გვარდიოლას გუნდი 27 მატჩის განმავლობაში არ დამარცხებულა - ბოლოს 21 ნოემბერს "ტოტენჰემთან" 0:2 წაგო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული