პრემიერლიგის 26-ე ტურში "ლივერპულმა" შეფილდში 2:0 დაამარცხა ადგილობრივი "იუნაიტედი".
48-ე წუთზე ანგარიში ჯონსმა გახსნა, ხოლო 64-ე წუთზე ბრაიანმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.
"ლივერპულის" მეკარე ალისონმა ბრაზილიაში მამის დაკრძალვაზე გამგზავრება ვერ მოახერხა. მის ნაცვლად მწვრთნელმა კლოპმა ადრიანი ათამაშა, რომელმაც კარი მშრალად შეინახა.
მოკლედ, ზედიზედ 4 წაგების შემდეგ "ლივერპულმა" გაიმარჯვა, 43 ქულით მე-6 ადგილზეა, ლიდერ "მანჩესტერ სიტის" 22 ქულით ჩამორჩება და 5 მარტს "ჩელსის" უმასპინძლებს.