17 წლის გუნდელს როიმ ყბაში უთავაზა - ფერდინანდმა კინის ისტორია გაიხსენა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა რიო ფერდინანმა გაიხსენა, რომ ერთ-ერთი ვარჯიშის დროს გუნდის კაპიტანი როი კინი თავს კლუბის აკადემიის აღზრდილ კრის იგლსს დაესხა.

"როი ის-ის იყო, ტრავმის შემდეგ ბრუნდებოდა და სარეზერვო შემადგენლობასთან ერთად ვარჯიშობდა. იქ ისეთი ახალგაზრდები თამაშობდნენ, როგორებიც იგლსი და ლი მარტინი არიან. ბურთის ართმევის დროს ისინი ყოველთვის აგრესიულად თამაშობდნენ.

იგლსმა კინზე დაგვიანებული ვარდნა 1-ხელ თუ 2-ჯერ გააკეთა, რის შემდეგაც როიმ უთხრა: "მომისმინე, მშვიდად!" ცოტა ხანში კი, ალბათ, იგლსს შთაბეჭდილების მოხდენა უნდო
და და როისთან ორთაბრძოლაში შესული მაისურზე ქაჩავდა.

კინი მაშინვე მოტრიალდა და ეგრევე, მთელი ძალით ყბაში ხეთქა. ძალიან სწრაფი და ძლიერი დარტყმა იყო. მასთან მივირბინე და დავუყვირე: "როი, რა გჭირს? ამას რატომ აკეთებ? ის ხომ პატარა ბიჭია". "მე ხომ გავაფრთხილე?!" - მშვიდად მიპასუხა", - თქვა პოდკასტში ფერდინანდმა.

როი კინი "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში 12 წლის განმავლობაში თამაშობდა და კლუბთან ერთად ინგლისის ჩემპიონი 7-ჯერ გახდა, ინგლისის თასი 4-ჯერ მოიგო და ერთხელ ჩემპიონთა ლიგასაც დაეუფლა.

იგლსმა კი "წითლების" ფორმით 17 მატჩი ჩაატარა, შემდეგ "ბარნლიში", "ბოლტონსა" და "ოლდჰემში" გამოდიოდა.

მომზადებულია Eurosport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
Kini kargad maxsovs, samcuxarod egeti liderebi da personebi aklia fexburts dges. Zogjer sheizleba zalian agresiuli iyo magram egeti xalxi qmnida mashin fexburts. dges odnav shexebazec ki tipebi ise simulireben rom me mcxvenia mat magier.magram eget tipebze agresia ar modis, radgan samyaroc sheicvala fexburtis ariyos.
Milani
16:35 03-03-2021
2
ინგლისურ გუნდებს ხშირად ჰყავთ შემადგენლობაში ფეხბურთელი, რომელიც განსაკუთრებული ავტორიტეტით სარგებლობს და ლამის ყოველთვის გუნდის კაპიტანია. სტივენ ჯერარდი, ჯონ ტერი, ერიკ კანტონა და სხვა. როი კინი ამათთანაც გამორჩეული იყო. თანაგუნდელებში და მოწინააღმდეგეებშიც კი უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა და მიუხედავად სიხისტისა მასთან ორთავრძოლაში ვინმეს ტრავმა მიეღოს არ მახსოვს. უსამართლობისაგან თამაგუნდელებსაც ყოველთვის იცავდა და სიმართლის თქმას არასოდეს ერიდებოდა. თუნდაც სერ ალექს ფერგიუსონთან ურთიერთობა გაიხსენეთ. დღესაც არ ელაპარაკებიან ერთმანეთს.
emigranti
02:15 04-03-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული