სრული დეგრადაცია - "ლივერპულმა" ისევ წააგო და მე-7 ადგილზე დაქვეითდა

AutoSharing Option
პრემიერლიგის 29-ე ტურის გადმოტანილ მატჩში "ლივერპული" "ენფილდზე" 0:1 დამარცხდა "ჩელსისთან". გოლი 42-ე წუთზე ნახევარმცველმა მეისონ მაუნტიმ გაიტანა.

"ლივერპულმა" ისევ საშინლად ითამაშა, მეტოქის კარში პირველად 85-ე წუთზე დაარტყა, ჩემპიონატზე ბოლო 6 მატჩიდან 5 წააგო, ისტორიაში პირველად მიჯრით 5 საშინაო მარცხი განიცადა და მეშვიდე ადგილზე დაქვეითდა.

"ჩელსი" კი, რაც თომას ტუხელი ჩაუდგა სათავეში, 10 მატჩის განმავლობაში დაუმარცხებელია და მე-4 პოზიციაზე გადავიდა.

7 მარტს "ლივერპული" "ფულჰემს" უმასპინძლებს, ხოლო 8 მარტს "ჩელსი" - "ევერტონს".

მკითხველის კომენტარები / 2 /
რა ჭირს ამ გუნდს
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული