პრემიერლიგის 28-ე ტურში "მანჩესტერმა" "მანჩესტერ სიტი" 2:0 დაამარცხა. გოლები ბრუნო ფერნანდეშმა (პენალტით) და ლუკ შოუმ გაიტანეს.
"მანჩესტერმა" მიმდინარე სეზონში პირველად მოუგო "დიდი ექვსეულის გუნდს" და ამით ყველა ტურნირზე "სიტის" 21-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა.
სოლსკიაერის გუნდი ჩემპიონატზე სტუმრად 22 მატჩის განმავლობაში დაუმარცხებელია და "არსენალის" რეკორდამდე 5 წაუგებელი თამაში აშორებს.
ლიდერი "სიტი" მეორეადგილოსან "მანჩესტერს" 11 ქულით უსწრებს და 10 მარტს "საუთჰემპტონს" უმასპინძლებს. "იუნაიტედი" კი 14 მარტს "ვესტ ჰემს" დაუპირისპირდება.