სრული სვლით პრემიერლიგისკენ - ჩისკომ "უოტფორდი" გარდასახა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ყოფილი მწვრთნელი ჩისკო მუნიოსი "უოტფორდს" პრემიერლიგისკენ მიუძღვის. ესპანელმა გუნდი 21 დეკემბერს ჩაიბარა, როდესაც ჩემპიონშიპში 34 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფებოდა, ახლა კი 72 ქულით მეორე პოზიციაზეა და ლიდერ "ნორვიჩს" 7 ქულით ჩამორჩება.

37-ე ტურში "უოტფორდმა" გასვლაზე "როტერჰემი" 4:1 დაამარცხა, ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და 20 მარტს "ბირმინგემს" უმასპინძლებს.

ნამატჩევს ჩისკომ შემდეგი განაცხადა: "უკეთესად თამაში შეგვიძლია, ბურთი სხვადასხვა სიტუაციაში უკეთესად უნდა ვაკონტროლოთ. ჩვენი გუნდი კარგად თამაშობს და ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ. ახლა დამშვიდება არ შეიძლება, ბოლომდე დახარჯვაა საჭირო, ვინაიდან რთული მატჩები
გველის, შეიძლება მძიმე დროება დაგვიდგეს.

როდესაც აქ მოვედი, პრობლემებზე საუბრობდნენ, გასვლაზე თამაში გვიჭირდა. ბალანსს მივაღწიეთ, გუნდი გაუმჯობესდა".

მკითხველის კომენტარები / 9 /
აშკარაა რომ ჩისკო საკმაოდ კვალიფიციური მწვრთნელია, აგედან გამომდინარე ისიც დასტურდება, რომ თბილისი დინამოს მენეჯმენტი ძალიან არაკვალიფიციურია და მისი პრეზიდენტი, რ.ფიფია ცუდად ერევა გუნდის საქმეებში ისე რომ ამის კვალიფიკაცია საერთოდ არ გააჩნია.
გიონატ
17 მარტი 2021 14:13
0
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატს სხვადასხვა ქვეყნის პროფესიულ ლიგებთან არაფერი აქვს საერთო. სამწუხაროდ ეს არის მოყვარულ ფეხბურთელთა ჩემპიონატი მთელი თავისი ატრიბუტიკით, ასე რომ შედეგებიც შესაბამისი მოდის. ყველაზე ცუდი ის არის, რომ მგონი ყველა პასუხიმგებელი პირი ძალიან კმაყოფილია ამით და რა, როგორ ან თუნდაც რატომ უნდა შეიცვალოს მომავალში უკეთესობისკენ უბრალოდ ვერ ვხვდები.
ირაკლი
17 მარტი 2021 14:11
2
ჩისკო არ დაიკარგება და მისი პროფესიონალიზმით ბევრს მიაღწევს აი აქაურ ჭაობს კი არაფერი ეშველება სანამ მერაბა ჟორდანიასთანა და კუშნახევარასნაირი პროფესორების იქნებიან გაბლატავებულები!
სანდრინიო
17 მარტი 2021 13:04
2
ჩისკო რომ დანიშნეს ოთხივე უშუალო კონკურენტს დამაჯერებლად მოუგო დინამომ და ამით გახდა ჩემპიონი,ალბათ ასეთი ფაქტები დაინახეს და იმიტომ მიიწვიეს ამ გუნდში.როგორც ჩანს არც ჩვენ ჩემპიონატს ვაფასებთ და არც მწვრთნელის ცნობა ვიცით.აი ფარერებზე რა მოხდა აუხსნელია...
Master
17 მარტი 2021 11:48
0
გეთანხმები ასი პროცენტით! ფარერებზე ჩემი აზრით ის მოხდა, რომ ჩხეტიანის "დაყენებლმა" გუნდმა პირველ რიგში არ შეაფასა მეტოქე და ძალიან იოლი გამარჯვების იმედად ჩავიდა! ასევე იქაურ კლიმატს, ხელოვნურ საფარს და სპეციფიკურ ბურთს უცებ ვერ აუღო ალღო, 1-0 ზე შეუტიეს უკანმოუხედავად რადგან ერთ მატჩიანი იყო დუელი და საპასუხო თამაშის შანსის იმედად ვერარ იქნებოდნენ რითაც დაისაჯნენ!
ვაჟა
17 მარტი 2021 13:02
1
ის მოხდა რომ ახალი მოსული იყო ეს ერთი, დინამოს მფლობელები გუნდის განვითარებაში არაფერს არ დებენ და ჩხეტიანი და მსგავს მწვრნელები ამის ნათელი მაგალითია, არ აინტერესებთ ვერ ახსნიან რატომ იწვევე სერიოზულად რომ ისაუბრონ, იაფია და ამიტომ, ასე ხდება კადრების შერჩევა დინამოში მაქსიამლურად იაფად მინიმალური ხარჯები, კლუბის განვითარება ნოლი, ამიტომაც გადაუარა ფარერებმა და კიდევ არაერთხელ გადაუვლიან, ჩვენი ჩემპიონატი კი ძალიან დაბალი დონის არის, თან ცოტას წაეხმარებიან კიდევაც და ეგ არის.
ნიკო
17 მარტი 2021 12:33
1
ყველაზე კვალიფიციური მწვრთნელი, ვისაც კი საქართველოს ჩემპიონატში უმუშავია.
ქართველი888
17 მარტი 2021 10:14
0
უოტფორდი თამაშების შემხედვარე ვხვდები რომ ფარერების გუნდთან დინამომ თამაში გაყიდა, პლუს ამას დინამო ცხვრების გროვაა.
გიორგი
17 მარტი 2021 07:53
2
უოტფორდის თამაშის შემხედვარე რას ხვდები? უოტფორდი პრემიერშიფის გუნდია, დინამო კი სამოყვარულო ლიგის...
levani
17 მარტი 2021 09:42
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული