"მათ "ბარსელონასა" და "რეალისკენ" მიმავალ ნავზე უარი თქვეს..." - კარაგერი

AutoSharing Option
მოჰამედ სალაჰსა და ჰარი კეინს ესპანურ ორ გიგანტს, "ბარსელონასა" და "რეალს" აქტიურად უკავშირებდნენ. "ლივერპულის" ყოფილ მცველს, ჯეიმი კარაგერს, სჯერა, რომ ამ ორ ფეხბურთელს ასეთი შანსი აღარ ექნება.

გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სალაჰი მერსისაიდულ კლუბში ბედნიერი აღარაა. რაც შეეხება კეინს, მას "ტოტენჰემთან" ერთად ტიტულების ნაკლებობა აწუხებს, რაც მის გუნდიდან წასვლას კიდევ უფრო შესაძლებელს ხდის.

კარაგერი ამჟამად ვერ ხედავს კლუბს, რომელიც ორი ვარსკვლავის დამატებისთვის ამჯერადაც დიდ თანხას გადაიხდის.

"ვფიქრობ, სალაჰი "ლივერპულში" კიდევ რამდენიმე სეზონს გაატარებს. რაც შეეხება ჰარი კეინს, მისი მომავალი "მამლების" გუნდში
კითხვის ნიშნის ქვეშაა. ვფიქრობ, მათ "ბარსელონასა" და "რეალისკენ" მიმავალ ნავზე უარი თქვეს. ამჯერად კეინით ორი მანჩესტერული კლუბი, "იუნაიტედი" და "სიტი", ინტერესდება.

ჩემი აზრით, ამჟამად ორივე ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 120 მილიონ ფუნტს შეადგენს; შესაძლოა, მეტსაც და კლუბები ამ თანხას ამ ასაკის ფეხბურთელებში ნამდვილად არ გადაიხდიან, რადგან დაახლოებით მსგავსი ღირებულების თანხა იქნება საჭირო, რათა მსოფლიო ფეხბურთის ახალგაზრდა სუპერვარსკვლავები, ერლინ ჰოლანი და კილიან მბაპე იყიდო. ამას ესპანური კლუბების ფინანსური კრიზისიც ემატება.

ერთადერთი, რის გამოც ეს გუნდები ორ ახალგაზრდა ფეხბურთელში ასტონომიურ თანხას გადაიხდიან, მათი ასაკი და შესაძლებლობები გახლავთ, თუმცა ესეც კითხვის ნიშნის ქვეშაა, რადგან კოვიდმა მადრიდელებსა და კატალონიელებს დაღი დაასვა და პრობლემები შეუქმნა.

ამრიგად, "ლივერპული" სალაჰს "პარი სენ ჟერმენში" წასვლის უფლებას არ მისცემს. თუ ეგვიპტელი საფრანგეთის ლიგაში გადავა, პირადად მე, გაოგნებული ვიქნები. ჩემი აზრით, მოჰამედი მერსისაიდში დარჩება.

რაც შეეხება კეინს, როგორც აღვნიშნე, მისი მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა", - განაცხადა კარაგერმა რობი ფოულერის პოდკასტში.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

altსტადიონი წამში დადუმდა, სალაჰი ძირს დაეცა და განწირული ხმით ღრიალებდა, მალე კომენტატორიც ატირდა [VIDEO]

altსაქართველოს ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა სალაჰის "რეალში" ტრანსფერი "ჩაშალა"?!

alt"მანჩესტერ სიტი" მზადაა კეინში 100 მილიონი გადაიხადოს

altჰარი კეინ, დამახტი - შეუთვალა "მაკაბის" ფებურთელმა


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული