მთავარი მოგების ზრდაა, ფეხბურთი არ გვადარდებს - Sky Sports-ი სუპერლიგის კლუბის ბორდის წევრის ნათქვამს ასაჯაროებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
Sky Sports-ის რეპორტიორმა კევინ სოლექოლმა ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში ისაუბრა იმ ინფორმაციის შესახებ, რომელიც მას ევროპის სუპერლიგაში გაწევრიანული ინგლისის იმ ექვსი კლუბიდან ერთ-ერთის მმართველი საბჭოს წევრმა კონფიდენციალურად მიაწოდა.

"ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ამ 6 კლუბის მმათველ საბჭოებში არიან ადამიანები, რომლებიც სუპერლიგაში გაწევრიანებას ეწინააღმდეგებიან, თუმცა ამის შესაჩერებლად მათ საკმარისი ძალაუფლება არ აქვთ. როგორც გავიგეთ, მმართველ ორგანოებში აზრი ორად არის გაყოფილი, თუმცა აღსანიშნავია, რომ კლუბების ყველა მმართველი გაწევრიანებაზე თანახმაა.

ასევე, მფლობელები ელოდნენ იმ მკვეთრ რეაქციას, რაც სუპერლიგის შექმნის გამოცხადებას მოჰყვა. იცოდნენ, რომ მათ
გეგმებს ძალიან ბევრი ადამიანი შეეწინააღმდეგებოდა, თუმცა ეს არ ადარდებთ, ამ რეაქციას შავ პიარად თვლიან.

ისინი არც იმას მალავენ, რომ მთავარი მიზანი შემოსავლებისა და მოგების გაზრდაა, ხოლო ის, რაც ფეხბურთისთვის არის კარგი, მათთვის მეორეხარისხოვანია. ამას ამბობს ამ 6 კლუბიდან ერთ-ერთის ბორდის წევრი.

მათ სურთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები თამაში იყოს და ბედნიერები იქნებიან, თუ უეფა და ფიფა ფეხბურთელებს სხვადასხვა შეჯიბრებაზე არ დაუშვებენ. ამ ადამიანებს არ უნდათ, რომ მოთამაშეები სხვადასხვა ნაკრებს დაუთმონ, სურთ რაც შეიძლება ნაკლები მატჩი ჩაატარონ ფეხბურთელებმა, რადგან თვლიან, რომ თავად კლუბები მოთამაშეების გაშვებით შესაბამის ანაზღაურებას ვერ იღებენ, თან ტრავმის საფრთხეც არსებობს.

ამასთანავე, თუ პრემიერლიგაში დარჩენის უფლებას მიიღებენ, კლუბები მაინც სუპერლიგაზე იქნებიან ორიენტირებულნი და შაბათ-კვირას ეროვნული ჩემპიონატის თამაშებზე სუსტ შემადგენლობას გამოიყვანენ.

ასევე, კომპანიები აშშ-ისა და საუდის არაბეთიდან მზად არიან სატელევიზიო უფლებების სანაცვლოდ დიდი თანხები გადაიხადონ. ამ ადამიანის შეფასებით, ფეხბურთში არა სამოქალაქო, არამედ ატომური ომი გაჩაღდება.

ხოლო პრემიერლიგის ის 14 კლუბი, რომლებიც სუპერლიგის მიღმა არიან, დაუყოვნებელ სანქციებს ითხოვენ. მათი სურვილია ეს 6 კლუბი დაუყოვნებლივ მოიკვეთოს პრემიერლიგიდან, ამ სეზონშივე.

ხოლო 6-დან ერთ-ერთი კლუბის ხელმძღვანელმა თქვა, რომ სუპერლიგის სანაცვლოდ პრემიერლიგის დღესვე დატოვებაზეც არის თანახმა.

კონფიდენტის თქმით, ეს პროცესი ედ ვუდვორდმა და გლეიზერების ოჯახმა წამოიწყო, ამერიკული ბანკი JP Morgan-ის მხარდაჭერით. აღნიშნული ბანკის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ისიც კი თქვა, ვერ გაეგოთ, გავარდნა-დაწინაურების სისტემა საერთოდ რატომ გვაქვს.

"მანჩესტერ სიტი" და "ჩელსი" კი აპირებენ სუპერლიგაში თამაშს, თუმცა პრემიერლიგის მიტოვება არ სურთ, რადგან სახსრები არ ეყოფათ.

ეს ყველა ინფორმაცია ზუსტად კლუბის შიგნიდან მოდის, მმართველი საბჭოს წევრისგან, რომელიც ყველა პროცესშია ჩართული."


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
მინდა ფეხბურთი სახალხო სპორტად დარჩეს და არა ნბა-ს მახინჯ ვარიანტად. კი ბატონო უყურეთ ბარსა -რეალ - მანჩესტერ - იუვენტუსს და ერთიდაიგივე ყოველ წელს თუ არ ამოგივათ ყელში... შეიძლება თქვენ გინდათ ასეთი ფეხბურთი, მაგრამ რამდენ მაყურებელს დაკარგავს, მერე ნახეთ თქვენ და შემოსავლებსაც სხვათაშორის... ისედაც ბევრი დაკარგა უკვე ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ფეხბურთი მრავალფეროვნებისთვის გვიყვარს; ამითაა ლამაზი, როცა ხანდახან პატარა გუნდი ამარცხებს დიდს... მეორეს მხრივ კი, უსამართლობაა, როგორ აიაქსი, ბენფიკა და პორტუ პატარა გუნდებია და ტოტენჰემი, თუნდაც ჩელსი - დიდი?
2
სუპერლიგა?! ფეხბურთი მოკვდება!
ვახო...
18:46 19-04-2021
2

სიახლეები პოპულარული