ბუნტი "ოლდ ტრაფორდზე" - მატჩი გადაიდო

AutoSharing Option
"ლივერპულთან" პრემიერლიგის 34-ე ტურის მატჩის წინ "ოლდ ტრაფორდის" სტადიონზე "მანჩესტერის" გულშემატკივრები შეიჭრენ, რომლებიც გლეიზერების მმართველობას აპროტესტებდნენ და მათ წასვლას მოითხოვდნენ.

უსაფრთხოების გამო მატჩი გადაიდო და ჯერ უცნობია, როდის გაიმართება.

"ჩვენ პოლიციასთან, პრემიერლიგასთან, სტადიონისა და კლუბების ხელმძღვანელობასთან საკითხის განხილვის შემდეგ მატჩის გადატანის გადაწყვეტილება მივიღეთ. ახლა პრემიერლიგასთან ერთად თამაშის ჩატარების თარიღზე ვმსჯელობთ", - ნათქვამია "მანჩესტერის" განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
აი ხედავთ რა ძალა ააქ გულშემატკივრებს, აქ რომ ამტკიცებდით ზოგიერთი დინამო კერძო გუნდია და ფიფიას ვერაფერს მოვთხოვთო.
2
ჰე, ჰე...
ქომაგებიც გამოიყენეს მაკვარანცხულ ამბებში...
გადადებენ ამ თამაშა სადღავ ბოლო ან ბოლოსწინა ტურამდე.
თუ ლივერპულს ოთხეულში შეძვრომის შანსი შემორჩა იმ დროისათვის, ,,მოიგებს"(აიღებს 3 ქულას) ამ თამაშს, თუ არადა .....
ქომაგი
21:53 02-05-2021
0

სიახლეები პოპულარული