ჩისკო მუნიოსის ხელმძღვანელობით "უოტფორდი" პრემიერლიგაში დაბრუნდა და მომავალი სეზონისთვის გაძლიერებაზე ახლავე დაიწყო ზრუნვა.
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ მალე "ინტერის" 35 წლის მცველი ეშლი იანგი თავისუფალი აგენტი გახდება და "უოტფორდი" მასთან კონტრაქტის გაფორმებზე უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას.
ამ სეზონში იანგმა "ინტერში" 31 მატჩში 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.