"მანჩესტერი" დამარცხდა - "სიტი" ჩემპიონია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის 36-ე ტურში "მანჩესტერი" "ოლდ ტრაფორდზე" 1:2 დამარცხდა "ლესტერთან" და ტურნირის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ჩემპიონის ტიტული "მანჩესტერ სიტიმ" მოიპოვა.

"სიტი" მეშვიდედ გახდა ჩემპიონი და მეხუთედ მას შემდეგ, რაც შეიხმა მანსურმა შეიძინა.

მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ უკანასკნელ 12 სეზონში "ბარსელონაში", "ბაიერნსა" და "მანჩესტერ სიტიში" 9 ტიტული მოიპოვა.

"მანჩესტერის" მწვრთნელმა ოლე-გუნარ სოლსკიაერმა თანაქალაქელებს წარმატება მიულოცა, თქვა, რომ ევროპის საუკეთესო გუნდი ჰყავთ და მათთან საბრძოლველად შემადგენლობის გაძლიერება სჭირდებათ.

შეგახსენებთ, 29 მაისს, "სიტი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ჩელსის" შეხვდება.


მკითხველის კომენტარები / 4 /
Ki egre mgonia mec ro liverpulis ligaze dablokvas sheecdeba. Lesterii kide mshvenieri gundia
Milani
11:27 12-05-2021
0
იუნაიტედმა უფრო ძალით წააგო.მაგრამ რას იზამ 5 დღეში სამჯერ რთულია ინგლისურ ტემპში თამაში თან რა გუნდებთან.
აბგდ
00:30 12-05-2021
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული