"ლივერპულმა" პრემიერლიგის 37-ე ტურში სტუმრად 3:0 დაამარცხა "ბარნლი". გოლები ფირმინომ, ფილიპსმა და ოქსლეიდ-ჩემბერლენმა გაიტანეს.
იურგენ კლოპის გუნდმა ჩემპიონატზე ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იზეიმა (ყველა ტურნირზე უკანასკნელ 8 მატჩში დაუმარცხებელია) და მეოთხე ადგილზე დამკვიდრდა. "ლივერპულის" მსგავსად "ლესტერსაც" 66 ქულა აქვს, მაგრამ ბურთების შეფარდებით ჩამორჩება. 67 ქულით მესამე პოზიციაზე "ჩელსია".
კლოპმა განაცხადა, რომ ფაქტიურად ნახევარფინალი მოიგეს, ძალები უნდა აღიდგინონ და უკანასკნელი შეხვედრისთვის მოემზადონ.
ბოლო ტურში "ჩელსი" ბირმინგემში "ასტონ ვილას" ეწვევა, "ლესტერი" "ტოტენჰემს" უმასპინძლებს, ხოლო "ლივერპული" - "კრისტალ პალასს".
მანჩესტერთან თამაში ჯერ გადაიდო ქომაგების დახმარებით და როდესაც გაურკვა რომ მანჩესტერს ისე აღარ სჭირდებოდა ხოლო ლივერპულს სჭირდებოდა, მისცა თამაში მანჩესტერმა და შეათრიეს ოთხეულში!
ცოდოა ლესტერი!