"ჩვენ სერხიო ძალიან გვიყვარს. ის ყველა ჩვენგანისთვის განსაკუთრებული ადამიანია. ის ისეთი კარგია... მისი შეცვლა შეუძლებელია, ამას ვერ შევძლებთ.
"მანჩესტერ სიტის" ბევრი ფეხბურთელი დაეხმარა. აგუერომ კი საკუთარი დონე დღეს მოედანზე გატარებულ ნახევარ საათშიც აჩვენა", - თქვა პეპმა.
აგუერომ "ევერტონთან" გამართულ შეხვედრაში (5:0) დუბლი შეასრულა. არგენტინელი ფორვარდი "ქალაქელთა" რიგებში 2011 წლიდან თამაშობდა და "სიტის" ფორმით 260 გოლი გაიტანა.