ინგლისის ნაკრებისა და "ასტონ ვილას" ნახევარმცველმა ჯეკ გრილიშმა ინტერვიუ ბრიტანულ რადიო Talk Sport-ს მისცა და სხვადასხვა თემაზე საუბართან ერთად მცირედით თავიც შეირცხვინა.
ჟურნალისტი: დინ სმითი ("ასტონ ვილას" მთ. მწვრთნელი) ამბობს თქვენზე, რომ ფეხბურთის ენციკლოპედია ხართ. საიდან ეს?
გრილიში: რას გულისხმობთ?
ჟურნალისტი: ფეხბურთის ენციკლოპედია.
გრილიში: არ ვიცი, ეს რას ნიშნავს...
შემდეგ ჟურნალისტი ამბობს: "ყველამ ვიცით, რას ნიშნავს ენციკლოპედია" და საუბარს აგრძელებს, თუმცა გრილიშის სახის გამომეტყველებით ხვდება, რომ ჯეკმა არ იცის, რა არის ენციკლოპედია და მის მნიშვნელობასაც უხსნის...
გრილიშის სანაცვლოდ 85 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებენ და ხელფასი 12 მილიონი ექნება...