Sky Italia-ს ცნობით, "მანჩესტერმა" "რეალს" მცველ რაფაელ ვარანის ტრანსფერზე მიმართა.
ინგლისურმა კლუბმა 40 მილიონი ევრო შესთავაზა, "რეალი" კი 70 მილიონს ითხოვს.
28 წლის ვარანს "რეალთან" კონტრაქტი გაისად უმთავრდება და მისი ახლავე გაყიდვა უნდათ, რათა შემდეგ უფასოდ არ წავიდეს.
ვარანი "ლანსის" აღზრდილია. სწორედ ამ გუნდიდან გადავიდა "რეალში" 2011 წელს, გასულ სეზონში კი პრიმერას 31 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

საფრანგეთის ნაკრები ვარანთან ერთად ევროპირველობის 1/8-ფინალში შვეიცარიასთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.