"ჩელსის" პრეზიდენტ რომან აბრამოვიჩს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი "ინტერის" 28 წლის თავდამსხმელის, რომელუ ლუკაკუს შეძენა.
"ჩელსიმ" ადრე "ინტერს" ლუკაკუში 100 მილიონი ევრო, პლუს მცველი მარკოს ალონსო შესთავაზა, მაგრამ მილანური კლუბი არ დათანხმდა.
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო "ტვიტერით" იტყობინება, რომ "ჩელსი" დანებებას არ აპირებს და მზადაა ტრნსფერში 120 მილიონი გადაიხადოს, ფეხბურთელს კი ხანგრძლივვადიანი კონტრაქტი და სეზონურ გასამრჯელოდ 12 მილიონი შესთავაზოს.