სანამ "რეალი" მოლოდინშია, მბაპემ შეიძლება პრემიერლიგაში ამოყოს თავი

AutoSharing Option
თავდამსხმელ კილიან მბაპეს პსჟ-სთან კონტრაქტი გაისად უმთავრდება, გაგრძელება არ სურს, მისი სამსახურით "რეალია" დაინტერესებული, მაგრამ მუქთად უნდა ხელში ჩაიგდოს და მომავალი წლის ზაფხულს ელოდება.

პსჟ-ს კი, ბუნებრივია, მბაპეს უფასოდ გაშვება არ აწყობს და თუ კარგი წინადადებით მიმართავენ, გაყიდის კიდეც.

RMC Sport-ი იტყობინება, რომ კილიანმა ახალი, 5+1 სისტემის ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი განაცხადა და ეს მიუხედავად იმისა, რომ ხელფასის გაზრდაც შესთავაზეს, რომლის მიხედვით, ლეო მესისა და ნეიმარის შემდეგ გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდებოდა.

გამოცემის ცნობით, "პარი სენ ჟერმენს" ამ დღეებში კონკრეტული წინადადებით
ერთმა ინგლისურმა კლუბმა მიმართა, რომლის ვინაობასაც არ ასახელებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული