საუთგეითი: დინოზავრებად დარჩებიან, არაფერი ეშველებათ...

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეითმა კომენტარი იმ ეპიზოდზე გააკეთა, როცა მისი გუნდის ფეხბურთელებს უნგრელმა ფანებმა მაშინ დაუსტვინეს, როცა უნგრეთის ნაკრებთან მატჩის დაწყებამდე ინგლისელებმა მუხლი მოიდრიკეს...

"სამყარო იცვლება, ისინი ამას აცნობიერებენ, თუმცა ზოგ-ზოგიერთი თავის ძველ წარმოდგენებში ჩარჩა. მათ არაფერი ეშველებათ, დინოზავრებად დარჩებიან.

უნგრეთში მოსახლეობა ისეთი განსხვავებული არაა, როგორც ჩვენთან. ინგლისელებს დიდი დრო დაგვჭირდა, რათა იქამდე მივსულიყავით, სადაც ვართ.

ჩვენ ვეცდებით, ბრიტანელ და სხვა ქვეყნის ახალგაზრდებს სწორი მაგალითი ვუჩვენოთ", - ციტირებს საუთგეითს The Guardian-ი.

ინგლისის ნაკრებმა უნგრეთს გასვლაზე 4:0 მოუგო.
მკითხველის კომენტარები / 16 /
საქართველოს ნაკრებმა მუხლი მოიდრიკა?
ივანე
16:49 09-09-2021
0
დინოზავრები თქვენ ხართ, გლობალისტ-სოდომისტები. და მალე გადაშენდებით კიდეც.
გიორგი
12:39 07-09-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული