ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეითმა კომენტარი იმ ეპიზოდზე გააკეთა, როცა მისი გუნდის ფეხბურთელებს უნგრელმა ფანებმა მაშინ დაუსტვინეს, როცა უნგრეთის ნაკრებთან მატჩის დაწყებამდე ინგლისელებმა მუხლი მოიდრიკეს...
"სამყარო იცვლება, ისინი ამას აცნობიერებენ, თუმცა ზოგ-ზოგიერთი თავის ძველ წარმოდგენებში ჩარჩა. მათ არაფერი ეშველებათ, დინოზავრებად დარჩებიან.
უნგრეთში მოსახლეობა ისეთი განსხვავებული არაა, როგორც ჩვენთან. ინგლისელებს დიდი დრო დაგვჭირდა, რათა იქამდე მივსულიყავით, სადაც ვართ.
ჩვენ ვეცდებით, ბრიტანელ და სხვა ქვეყნის ახალგაზრდებს სწორი მაგალითი ვუჩვენოთ", - ციტირებს საუთგეითს The Guardian-ი.
ინგლისის ნაკრებმა უნგრეთს გასვლაზე 4:0 მოუგო.