პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა რონალდომ ირლანდიასთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩისას დუბლი შეასრულა, ეროვნული ნაკრებების დონეზე გატანილი გოლებით რეკორდსმენი გახდა, მაგრამ მორიგი ყვითელი ბარათი მიიღო, დისკვალიფიკაციის გამო აზერბაიჯანთან მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს და ბაქოს ნაცვლად მანჩესტერში ოჯახთან ერთად გაფრინდა.
აეროპორტის კერძო ტერმინალში მას ყოფილი თანაგუნდელი დარენ ფლეტჩერი დახვდა, რომელიც ამჟამად კლუბის ტექნიკური დირექტორია.
კრიშტიანოს "მანჩესტერის" ფორვარდმა ედინსონ კავანიმ თავისი 7 ნომერი დაუთმო, თავად კი 21 ნომერი აიღო.