"იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ რონალდოსთან დაკავშირებით ბრიტანეთის მთავრობას თხოვნით მიმართა

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდო რამდენიმე დღის წინ "მანჩესტერ იუნაიტედში" ოფიციალურად გადავიდა, გუშინ კი ინგლისში ჩაფრინდა, სადაც 5 დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლის.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "წითელი ეშმაკების" ხელმძღვანელობამ ბრიტანეთის მთავრობას თხოვა, რომ პორტუგალიელი ვარსკვლავი სავარდებულო კარანტინში არ გაუშვას, რაზედაც სასტიკი უარი მიიღეს. ამრიგად, შემტევი მანჩესტერულ გუნდთან ერთად ვარჯიშს მას შემდეგ დაიწყებს რაც პანდემიის გამო გამოწვეულ შეზღუდვას გაივლის.

მეორე და მეხუთე დღეს "რონის" კოვიდ ტესტი ჩაუტარდება, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში უკვე შეეძლება, რომ გუნდს შეუერთდეს.

საუკეთესო შემთხვევაში "იუნაიტედში" დაბრუნებული ფეხბურთელი თანაგუნდელებს ოთხშაბათს შეხვდება, 3 დღით
ადრე "ნიუკასლთან" თამაშამდე.

მომზადებულია sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
ორივე კომენტარის ავტორი მესის ფანებია,იმ ჩასვრილი მესის რომელიც გასაწმენდია და ჩაეწერეთ მსურველები,,,
ბარსა
22:32 04-09-2021
4
ამ საშინელ კოვიდ ეპიდემიასთან, ყველამ უნდა დავიცვათ რეგულაციები! არავითარი გამონაკლისი!
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული