სოლსკიაერი: რონალდო სულ ძირითადში ვერ იქნება, სხვაც უნდა ვათამაშო

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა, რომ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო, შესაძლოა, გუნდის ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდეს.

"სასაცილო ისაა, რომ კრიშტიანო საკუთარ ჯანმრთელობაზე ძალზე ზრუნავს, ამიტომაც ვიცი, რომ აღდგენას სწრაფად ახერხებს. ამასთანავე, მან "იუვენტუსში" წინასასეზონო მომზადებაც გაიარა.

მნიშვნელოვანია, რომ მოედანზე ყველა გამოვიდეს და ირბინოს. ასევეა რონალდოც, მანაც 90 წუთის განმავლობაში უნდა ირბინოს. ჩვენ სამშაბათს "იანგ ბოიზს" ვეთამაშებით. ვნახოთ რას ვიზამთ. ისე კი ვუშვებ, რომ შესაძლოა, რონალდო ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდეს, ის ხომ 36 წლისაა.

იგივე ეხება მეისონ გრინვუდსაც, რომელიც
19 წლისაა. მე 36 წლის ფეხბურთელიც უნდა ვათამაშო და 19 წლისაც,"- თქვა სოლსკიაერმა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 9 /
მე სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ თუ ფეხბურთი ბიზნესია, მაშინ რონალდოს ართამაშება თუ ტრავმა არ აქვს და არ გინდა დაასვენო რაიმე ძალიან მნიშვნელოვანი მატჩის წინ, კომერციულად გაუმართლებელია.
სიმართლის მოყვარული
14:55 13-09-2021
0
აბა ამას ყოლია თუ ყოლია. სერ ალექსი პირადად ჩალიჩობდა რონალდოს გადაყვანას ,თან დუბლით გახსნა ტიპმა სეზონი და ამან ძირითადში ვერ დავაყენებო. ეს იმდენს იზამს კლუბის შეცვლა მოუწევს.
ssssssssssssssssssss
16:01 13-09-2021
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული