პრემიერლიგის მეხუთე ტურში "ლივერპულმა" საკუთარ მოედანზე 3:0 დაამარცხა "კრისტალ პალასი". გოლები მანემ, სალაჰმა და კეიტამ გაიტანეს. მანემ "ლივერპულში" მე-100 გოლი გაიტანა (224 მატჩში).
"ლივერპული" 13 ქულით ლიდერია და 25 სექტემბერს სტუმრად "ბრენტფორდს" დაუპირისპირდება.
"მანჩესტერ სიტი" "ეტიჰადზე" "საუთჰემპტონს" დაუზავდა (0:0) და "ლივერპულს" 3 ქულით ჩამორჩა. "სიტიმ" მეტოქის კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა ბურთი, რაც უკანასკნელ 4 წელში პირველად მოხდა. ამით შეწყდა ყველა ტურნირზე "ქალაქელთა" ოთხმატჩიანი მოგებათა სერია.
ჩისკოს გაწვრთნილმა "უოტფორდმა" გასვლაზე 3:1 სძლია "ნორვიჩს", ხოლო "ბრენტფორდმა" "ვულვერჰემპტონს" 2:0.
"არსენალმა" სამი მარცხის შემდეგ ზედიზედ
მეორე გამარჯვება მოიპოვა - ამჯერად სტუმრად "ბარნლის" 1:0 ოდეგორის გოლით მოუგო.