"ჩელსი" შეუდარებელია - "არისტოკრატები" პრემიერ ლიგის სათავეში! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერ ლიგის მე-5 ტურში "ტოტენჰემმა" "ჩელსის" უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა.

ნულოვანი პირველი ტაიმის შემდეგ, ტომას ტუხელის შეგირდებმა მეორე ნახევარი აქტიურად დაიწყეს, ტიაგო სილვასა (49 წუთი) და ნგოლო კანტეს (57 წუთი) გოლების წყალობით ორბურთანი უპირატესობითაც დაწინაურდნენ, შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი ანტონიო რუდიგერმა 90+2 წუთზე დააფიქსირა.

5 ტურის შემდეგ "ჩელსის" 13 ქულა აქვს და 1-ელ ადგილზე იმყოფება, "მამლები" 9 ქულით მე-7 ადგილს იკავებენ.

"არისტოკრატები" მომდევნო პრემიერ ლიგურ შეხვედრას 25 სექტემბერს, "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ გამართავენ, "ტოტენჰემი" 26 სექტემბერს "არსენალს" ესტუმრება.


 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული