ფრე "ოლდ ტრაფორდზე" - "იუნაიტედმა" "ევერტონს" ვერ სძლია

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-7 ტური "მანჩესტერ იუნაიტედისა" "ევერტონის" დაპირისპირებით გაიხსნა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

"წითელმა ეშმაკებმა" პირველი გოლი 43-ე წუთზე გაიტანეს, თავი ენტონი მარსიალმა გამოიჩინა, მატჩის საბოლოო ანგარიში კი 65-ე წუთზე ანდროს თაუნსენდმა დააფიქსირა.

ამრიგად, 7 ტურის შემდეგ "იუნაიტედსა" და "ევერტონს" თანაბარი 14-14 ქულა აქვთ, რითაც მე-2 მე-3 ადგილს იკავებენ.

მანჩესტერელები მომდევნო შეხვედრას 16 ოქტომბერს, "ლესტერის" წინააღმდეგ გამართავენ, "კანფეტები" 17 ოქტომბრეს "ვესთ ჰემს" უმასპინძლებენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული