"უოტფორდმა" ჩისკო გაათავისუფლა

AutoSharing Option
პრემიერ ლიგის ბინადარმა "უოტფორდმა" იუწყა, რომ გუნდის აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჩისკო მუნიოსი დაკავებული თანამდეობიდან გაათავისუფლა.

კლუბმა გავრცელებულ წერილში გასული სეზონის მიღწევისთვის ესპანელს მადლობა გადაუხადა და შემდგომში წარმატებები უსურვა.

წერილში ასევე ნათქვამია, რომ ჩისკო ბოლოდროინდელ უარყოფით შედეგებს შეეწირა, გუნდის საბჭომ კი მისი წასვლის საჭიროება დაინახა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის მე-7 ტურში "უოტფორდი" გუშინ გასვლაზე "ლიდსთან" 0:1 დამარცხდა, რაც ესპანელისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

ჩისკო "უოტფორდის" მწვრთნელი გასული წლის დეკემბერში გახდა, იქამდე კი მოგეხსენებათ თბილისის "დინამოს" ავარჯიშებდა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ჩისკო არა მისკო მაგას როგორც მწვრთნელი ვაისი ბევრად ჯობია.
jjj
04 ოქტომბერი 2021 14:34
3
დებილებიიიიიიი @@
ზურა222
03 ოქტომბერი 2021 22:52
1
გამიკვირდა არადა ცუდად ნამდვილად არ თამაშობდნენ. ახლა კი გავარდებიან მაქედან.
ლომი
03 ოქტომბერი 2021 19:21
0
რას ერჩოდნენ? ვინც არ უნდა მოვიდეს არსებული შემადგენლობით ჰა ჰა ბოლო ტურში გადარჩეს გავარდნას, თუმცა შეიძლება ვინმემ შემთხვევით დაგუგლა და კლაკსვიკთან 1-6 ნახა
ნიმბუსი
03 ოქტომბერი 2021 18:39
0
კაით რა ხალხო კლაკსვიკის მერე ამას რა პონტში აქებთ და ემადლიერებით, უოტფორდის კი არა რეალის მწვრთნელი გახდეს თუ უნდა ჩემთვის მაინც კლაკსვიკის ბულკად დარჩება,
jjj
03 ოქტომბერი 2021 18:04
13
სამწუხაროა, მაგრამ დიდი გამოცდილება დააგროვა და უოტფორდის გადმოსვლა მისი დამსახურებაა.
QT
03 ოქტომბერი 2021 16:01
2
ყველა ვარიანტში წარმატებები ჩისკოს, ის ჩვენიანია.
03 ოქტომბერი 2021 14:25
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული