ინგლისის პრემიერლიგის მე-7 ტურის ბოლო შეხვედრა "ენფილდზე" ადგილობრივ "ლივერპულსა" და "მანჩესტერ სიტის" შორის გაიმართა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ორივე გუნდი საგრძნობლად გააქტიურდა. ანგარიში მერსისაიდელებმა 59-ე წუთზე გახსნეს. თავი სადიო მანემ გამოიჩინა.
69-ე წუთზე ფილ ფოდენმა წონასწორობა აღადგინა. 76-ე წუთზე მოჰამედ სალაჰმა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა, მატჩის საბოლოო ანგარიში კი კევინ დე ბრუინმა 81-ე წუთზე დააფიქსირა.
ამრიგად, 7 ტურის თავზე "ლივერპულს" 15 ქულა აქვს და მე-2 ადგილს იკავებს. "ქალაქელები" 14 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება.
"წითლები" მომდევნო შეხვედრას 16 ოქტომბერს "უოტფორდის" წინააღმდეგ გამართავს. "სიტი" იმავე რიცხვში "ბარნლის" უმასპინძლებს.