გახდება "ნიუკასლი" სუპერგუნდი? - კლუბი საუდის არაბეთის პრინცმა შეიძინა

AutoSharing Option
საუდის არაბეთის სახელმწიფო ინვესტიციათა კონსორციუმი, რომლის მფლობელი პრინცი მუჰამედ იბნ სალმანია, "ნიუკასლის" ახალი პატრონი გახდა.

ინგლისის პრემიერლიგა იტყობინება, რომ მხარეებს შორის ყველა იურიდიული საკითხი მოგვარებულია და იმის გარანტიაც მიიღეს, რომ საუდის არაბეთის სამეფო კლუბს არ გააკონტროლებს.

ასე და ამგვარად, "ნიუკასლში" მაიკლ ეშლის 14-წლიანი მმართველობა დასრულდა - კლუბი 300 მილიონ ფუნტად გაიყიდა.

"ნიუკასლი" 7 ტურის შემდეგ 3 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა და იმედოვნებენ, რომ მისი ახალი მეპატრონე გუნდს არათუ კრიზისიდან გამოიყვანს, არამედ გრანდადაც აქცევს. ვნახოთ.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოველთვის მომწონდა ეს გუნდი.სერ ბობი რობსონის,ალან შირერის გუნდი.ჩრდილოელები,კაჭკაჭები,ახალციხელები.ქეცბაიას გუნდი.წარმატებები ნიუკასლ იუნაიტედს.
Master
09:00 08-10-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული