ინგლისის პრემიერ ლიგის მე-9 ტურში "მანჩესტერ სიტი" "ბრაიტონს" ესტუმრა და 4:1 დაამარცხა.
"ქალაქელებმა" პირველივე ტაიმიდან დიდი ძალებით შეუტიეს, 31-ე წუთზე კი უკვე სამბურთიანი უპირატესობით იგებდნენ, გოლები ილკაი გუნდოგანმა (13) და ფილ ფოდენმა (28 და 31) გაიტანეს.
"თოლიების" რიგებიდან ერთადერთი გოლი ალექსის მაკ ალისტერმა პენალტის ნიშნულიდან 81-ე წუთზე გაიტანა, შეხვედრის საბოლოო ანგარიში კი რიად მაჰრეზმა 90+5 წუთზე დააფიქსირა.
9 ტურის თავზე "სიტი" 20 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 30 ოქტომბერს "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ გამართავს.
"ბრაიტონი" 15 ქულით მე-4 ადგილს
იკავებს, მომდევნო შეხვედრას იმავე 30 ოქტომბერს "ლივერპულის" წინააღმდეგ გამართავს.