„წითლების“ თავდამსხმელმა სალაჰმა ჰეთ-თრიკი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა. მან ზედიზედ მე-10 მატჩში გაიტანა.
„იუნაიტედის“ ნახევარმცველი პოგბა შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე, ჯერ ბურთი დაკარგა, რასაც „ლივერპულის“ მეხუთე გოლი მოჰყვა, ხოლო შემდეგ კეიტა წააქცია და მსაჯმა ტეილორმა პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა.
„მანჩესტერის“ თავდამსხმელმა რონალდომ შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ თავის გუნდს ამჯერად ვერაფრით შეეწია. ის 45+1-ე წუთზე ჯონსს ეუხეშა, თუმცა არბიტრმა დაინდო და მხოლოდ ყვითელი ბარათი უჩვენა.
„ლივერპული“ 21 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „ჩელსის“ 1 ქულით ჩამორჩება და 30 ოქტომბერს „ბრაიტონს“ უმასპინძლებს, ხოლო 14 ქულით მეშვიდე პოზიციაზე მყოფი „მანჩესტერი“ იმავე დღეს ლონდონში „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდება.
მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი“
მანჩესტერი - ლივერპული 0:5
გოლები: 0:1 კეიტა (5), 0:2 ჟოტა (13), 0:3 სალაჰი (38), 0:4 სალაჰი (45+5), 0:5 სალაჰი (50)
გაძევება: პოგბა (60)