"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა "იუნაიტედის" ლიდერზე, კრიშტიანო რონალდოზე საკუთარი აზრი გამოთქვა:
"მანჩესტერისა" და "ატალანტას" შეხვედრას ვუყურე, ყველაფერი გავაანალიზე, რათა გავიგო, თუ რამდენად კარგები არიან. "წითელ ეშმაკებს" ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, კრიშტიანო რონალდო ჰყავს. ის ნამდვილად გოლების მანქანაა... ხალხი ჩემზე გაბრაზდა, როდესაც ვთქვი, რომ "ბრიუგესთან" თამაში "მანჩესტერ იუნაიტედთან" თამაშზე მნიშვნელოვანია. ბელგიური კლუბის ბარიერი გადავლახეთ, ახლა თანაქალაქელების დროა" - ციტირებს პეპის სიტყვებს ESPN.
შეგახსენებთ, "ქალაქელები" 6 ნოემბერს ინგლისის პრემიერლიგის მე-11 ტურის შეხვედრაში "იუნაიტედს" დაუპირისპირდება.
მომზადებულია championat-ის მიხედვით