12-წლიანი ლოდინის შემდეგ კრიშტიანო რონალდო "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნდა, თუმცა, შესაძლოა, "წითელი ეშმაკები" მალევე დატოვოს...
მოგეხსენებათ, "იუნაიტედი" ახლა კრიზისშია, შედეგებითა და თამაშის ხარისხით პრემიერლიგის ფავორიტად ვერ მივიჩნევთ; მეტიც, კონკურენტი გუნდები ისეთ თამაშს აჩვენებენ, რომ დიდია ალბათობა იმისა, გუნდმა ოთხეულში თავი ვერ დაიმკვიდროს და 2022/23 წლების სეზონში ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ვერ მოხვდეს, რაც რონალდოს არ აწყობს...
Express-ის თქმით, თუ კლუბი სასურველ შედეგს ვერ დააფიქსირებს, პორტუგალიელი "წითელ ეშმაკებს" მეორედ დატოვებს, მიზეზი კი მისი ინდივიდუალური და საკლუბო ტიტულისკენ დაუოკებელი სწრაფვაა, ამ გუნდში კი
კრიშტიანომ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ პრემიერლიგაში იმის გამო არ დაბრუნებულა, რომ უბრალოდ კარიერის ბოლო წლები იქ გაატაროს.
"ვთქვი ის, რაც იმ მომენტში ვიგრძენი. მოვედი, რათა ერთად გავიმარჯვოთ. "იუნაიტედი" წარმატების სიმბოლოა, აქ დღესასწაულებისთვის არ ვარ. ამ გუნდში დიდ პოტენციალს ვხედავ, შემადგენლობაში არაერთი ახალგაზრდა და კარგი ფეხბურთელია. აქ ვარ, რათა მოვიგო და სამწვრთნელო შტაბთან ერთად დომინანტი გუნდი შევქმნათ" - განუცხადა პორტუგალიელმა Sky Sports-ს.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით