ინგლისური გრანდი ზიდანის დაყოლიებას ცდილობს

AutoSharing Option
The Times-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნატედი" ზინედინ ზიდანის დათანხმებას ცდილობს, რათა ფრანგმა ჩრდილოური გრანდი ჩაიბაროს.

წყაროს ცნობით, "ეშმაკები" მწვრთნელის შეცვლას აპირებენ და ყველაზე მეტად გუნდში ზიზუს მიყვანა სურთ.

"წითლების" ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ კრიშტიანო რონალდო და რაფაელ ვარანი ფრანგი მწვრთნელის დაყოლიებას შეძლებენ.

ზიდანი მას შემდეგაა უმუშევარი, რაც "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტი მეორედ დატოვა.

სხვადასხვა გამოცემის მიხედვით, ზიზუსთან შეთანხმების ვერ მიღწევის შემთხვევაში, "იუნაიტედის" ბოსები "ლესტერის" დამრიგებელ ბრენდან როჯერსზე გადაერთვებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული